საბაჟო გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში, არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსულ სომხეთის მოქალაქის გ.კ.-ს მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომობილს, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მიერ, შემუშავებული რისკის პროფილის საფუძველზე, განესაზღვრა „წითელი“ დერეფანი და რენტგენოსკანერითდათვალიერება.
ამასთან, ეჭვის საფუძველზე, კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, მებაჟე ოფიცრებმა, სატვირთო ავტომობილის სალონში მოწყობილ, სპეციალურ სამალავში ოქროს ნაკეთობები (წონა 224,41 გრამი) და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 37 821,76 ლარი შეადგინა.
ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“. მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ხ.-ს რენტგენოსკანერითდათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები (წონა 218,96 გრამი) იქნა აღმოჩენილი. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27 756,77 ლარი შეადგინა.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
საზღვარზე კანონდარღვევით ოქროს შემოტანის კიდევ 2 ფაქტი აღიკვეთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 34 273,8 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 279,8 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 34 273,8 ლარის ოდენობით შეეფარდათ.