“კამერითაც უღებდა და ამბობდა, ნახეთ, ეს არის ის მათხოვარიო” – დედა 9 წლის ბავშვის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის საქმეზე საუბრობს

ცხრა წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისთვის დაკავებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე კი ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რასაც ბავშვის დედა ჰყვება.

9 წლის ბავშვის დედა კი იმ დეტალებს იხსენებს, რასაც ბრალდებული მის შვილს ეუბნებოდა. მისი თქმით, მუქარა დაახლოებით 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

“ციგანი ხარ და ციგნის გამონაცვალი ტანსაცმელი გაცვიაო, ამას ეუბნებოდა ბავშვს ხალხის თანდასწრებით და ამასთან როგორ თამაშობთ, ესენი მათხოვრები არიანო – ბავშვებს უმეორებდა. კამერითაც უღებდა და ამბობდა, ნახეთ, ეს არის ის მათხოვარი ბავშვიო. ამ ყველაფერმა ბავშვზე იმოქმედა, ის დაემშვიდობა ჩემს დას და ატირებული წამოვიდა. დედიკო, მრცხვენიაო, ასე მეუბნებოდა ბავშვი. ის ქალი ბავშვს თითქმის ყოველდღე ემუქრებოდა, დედაშენს დავაჭერინებ, არ მოვისვენებო და თქვენ კი ბავშვთა სახლში გაგიშვებთო. ბიჭებს დავიქირავებ, თანხას გადავუხდი და თქვენს თავს გადავაწვევინებო, ეს გრძელდებოდა 5 თვის განმავლობაში. მისი მიზანი კი იყო იმ ფართის დაუფლება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და აქ შემოსახლება”, – აცხადებს ბავშვის დედა.

ცნობისთვის, დაკავებულ ქალს მეზობელ ბავშვზე ძალადობას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული 9 წლის გოგონას სისტემატიურად ამცირებდა და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობითა და სახლის გადაწვით ემუქრებოდა. ბავშვმა სუიციდი სცადა, ქალი კი იმავე დღეს დააპატიმრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები