ბათუმში შუახნის კაცმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. მიყენებული დაზიანებებით კაცი გარდაიცვალა, დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. რა გახდა მომხდარის მიზეზი, უცნობია, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.
ფაქტზე გამოძიება 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.