ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა 500 მილიონი გადაიხადა საკუთარ სასახლეში, იმისთვის, რომ როგორც თავად წარმოედგინა თავი მეფედ, ეცხოვრა ფუფუნებაში და კომფორტში, მაშინ, როცა, ასეთი გაჭირვება იყო ქვეყანაში და არარეალურ, გამოგონილ საქართველოზე გველაპარაკებოდა

“შემთხვევითი არ არის, რომ 7 არჩევნებში სწორედ „ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, თავისი შეცდომებით, ჩვენი გამოწვევებით; ჩვენ კარგად ვიცით, რომ უშეცდომო არავინაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება არის „ქართული ოცნების” ხელისუფლება.
„ყველა მმართველს აქვს შეცდომა და გამოწვევა, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია, ჩვენ უნდა გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი, სიმართლე და სიცრუე, ღალატი და ერთგულება. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი აქცენტი და მთავარი კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ საქმეზე, შრომაზე.
შრომა უნდა გავააქტიუროთ მაქსიმალურად, გაათმაგებული ტემპებით არის საჭირო მუშაობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ეს ზღვარგადასული პროპაგანდა მომდინარეობს მათი მხრიდან. რამდენიმე ფაქტს მოვიყვან კიდევ ჩვენი მოსახლეობისთვის. ვიცი, თქვენ, ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, ჩემო ხალხო, ჩვენ ოჯახის წევრები ვართ ყველანი, ჩვენ კარგად გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მე ამას ვლაპარაკობ იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არიან შემცდარნი და ჯერ კიდევ, უჯერებენ ამ ცრუ ადამიანებს.
2012 წლამდე, რაღაც ფრაგმენტული გამოვლინებები იყო ქვეყანაში. ლამაზ შენობებს აშენებდნენ, ალაგ-ალაგ, რა თქმა უნდა, მათივე კომფორტისთვის, არა მოსახლეობისთვის. სულ სამი შენობა რომ ავიღოთ, სააკაშვილმა, 500 მილიონი გადაიხადა საკუთარ სასახლეში, იმისთვის, რომ როგორც თავად წარმოედგინა თავისი თავი მეფედ, ეცხოვრა ფუფუნებაში და კომფორტში, მაშინ, როცა, ასეთი გაჭირვება არის ქვეყანაში და კიდევ უფრო რთული სიტუაცია იყო 2012 წელს.
დანგრეული ინფრასტრუქტურა, გზები, წყალი – არაფერი. ჯერ კიდევ, 3 000 სოფელს არ მიეწოდება ხარისხიანი სასმელი წყალი და გზები არ იყო ცენტრამდე მისასვლელი და რაღაც არარეალურ, გამოგონილ საქართველოზე გველაპარაკებოდა. რაზეა საერთოდ საუბარი. ამ დროს არც ერთი მედია არ იყო თავისუფალი, ერთადერთი ტელევიზია იყო ოპოზიციურად განწყობილი და ისიც მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე რა ვითარებაში გვიწევდა მუშაობა. ეს დაავიწყდათ ამ ადამიანებს?” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები