მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიაში ქართველმა ნიჩბოსანმა ოქროს მედალი მოიპოვა
პორტუგალიაში მიმდინარე, 23 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა, ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ალექსანდრემ 500 მეტრ დისტანციაზე ფინალში მაღალ დონეზე იასპარეზა და 1:55.30 წუთში პირველმა მიაღწია ფინიშამდე.
მეორე იყო რუსი მაქსიმ კარატაევი, რომელიც ჩვენიანს 0.27 წამით ჩამოჩა, ხოლო მესამე ადგილზე მოლდოველი მიჰაი ჩიჰაია გავიდა.