მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა. მთავრობამ, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია, საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

პროგრამას განახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით.

ღვინის ეროვნული სააგენტო, გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მარკეტინგულ ხარჯებს მხოლოდ იმ კომპანიებს თანადაუფინანსებს, რომლებსაც ღვინო პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გააქვთ.

პროგრამით განსაზღვრული მხარდაჭერა ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შესვლის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას, სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს, დეგუსტაციებს, გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ მედიაკამპანიებს, გაყიდვების ონლაი პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში რეკლამირებას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები