“თალიბანმა” მთავრობის ფორმირება დაასრულა – ავღანეთს ახალი მთავრობა რამდენიმე დღეში ეყოლება

დაჯგუფება “თალიბანის” წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით, ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

მისი თქმით, დარჩენილია მხოლოდ მცირე ტექნიკური დეტალები.

ამის შესახებ მან დღეს პრესკონფერენციაზე თქვა.

მუჯაჰიდის განმარტებით, ავღანეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

გასულ კვირას, ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქვეყნის ახალ მთავრობაში ქალი მინისტრები არ იქნებიან. მისივე თქმით, ქალებს სახელმწიფო უწყებებსა და პოლიციაში მხოლოდ თანაშემწეებად შეეძლებათ მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები