ფლორიდაში მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი ჩვილია

აშშ-ში, ფლორიდის შტატში მამაკაცმა ოთხი ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი ჩვილია, ასევე, ერთი გოგონა დაჭრილია.

ამის შესახებ ოლქის შერიფმა, პოლ გრედი ჯადმა თქვა.

მისი განცხადებით, მამაკაცი დაკავებულია, თუმცა, მანამდე ის პოლიციელების მოკვლასაც ცდილობდა. მოგვიანებით კი აღიარა, რომ ნარკომომხმარებელია.

შერიფის ინფორმაციით, სროლა ადგილობრივი დროით 04:30 საათზე ორ ლოკაციაზე მოხდა. ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 10 წლის გოგონა მრავლობითი ჭრილობებით, ორი მოკლული ქალი, მამაკაცი და ჩვილი.

მისი თქმით, წინა ღამით პოლიცია ქალის შეტყობინების შესამოწმებლად ერთ-ერთ მისამართზე იმყოფებოდა. როგორც ქალმა აღნიშნა, ქუჩაში საეჭვო მანქანა იყო, რომელშიც უცნაური მამაკაცი იჯდა და ამბობდა, რომ მისი ქალიშვილისთვის შეტყობინება ჰქონდა “ღვთისგან”. ადგილზე, პოლიციის მისვლისთანავე, ავტომობილი უკვე აღარ იდგა. ამ მოვლენიდან 9 საათში უკვე გაისმა პირველი სროლის ხმა, მითითებული ადგილიდან სამი კილომეტრის დაშორებით. ადგილზე მისვლისთანავე, ძალოვანებმა აღმოაჩინეს ცეცხლმოკიდებული სატვირთო, სახლიდან კი აფეთქების ხმები გამოდიოდა.

დაჭრილი გოგონა საავადმყოფოში მიიყვანეს. პოლიცია კიდევ ერთ გოგონას ეძებს, თუმცა, ჯერ უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ის შემთხვევის ადგილას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები