საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
მაყივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 867-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 120 პირს, 4 905 პაციენტი გამოჯანმრთელდა.