საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 905 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 905 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 61 პირი.
ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 16 149 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 8,19%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 565 957 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 519 673 გამოჯანმრთელდა, 7 867 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია 1 326 033 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 298 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები