“ამ სირცხვილს ახლა მთელი მსოფლიო უყურებს” – კარანტინის დარღვევისთვის პოლიციამ ბრაზილიასა და არგენტინას შორის ფეხბურთის მატჩი ჩაშალა
სან პაულუში ბრაზილიასა და არგენტინას შორის 2022 წლის შესარჩევი საფეხბურთო მატჩი დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა.
BBC News-ის ინფორმაციით, ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ თამაშის დაწყებიდან შემდეგ გაირკვა, რომ ოთხ არგენტინელ ფეხბურთელს, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშობს: მარტინესს, რომეროს, ლო ჩელსოსა და ბუენდიას, 14-დღიანი კარანტინის რეჟიმი არ ჰქონდა გავლილი.
შეხვედრა მე-10 წუთზე შეჩერდა. მოედანზე არგენტინელ ფეხბურთელებსა და ბრაზილიელთა მწვრთნელთა შტაბს შორის მოედანზე ჩხუბი მოხდა.
მომხდარს არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლეონელ მესი გამოეხმაურა, რომელმაც ბრაზილიურ მხარეს მიმართა.
ფეხბურთელი დაინტერესდა, თამაშის დაწყებამდე რატომ არ დაინტერესდნენ ორგანიზატორები, რომ ოთხ ფეხბურთელს არ ჰქონდა გავლილი კარანტინი.
“ამ სირცხვილს ახლა მთელი მსოფლიო უყურებს”, – დაწერა მესიმ.