ხობის მერობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხობის მერობის კანდიდატი, დავით ბუკია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს შეხვედრებს.
კანდიდატი ხობის, პირველი მაისის, თორსის და ხეთის ამომრჩევლებს, პარლამენტის წევრთან ირაკლი (დაჩი) ბერაიასთან, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან ლევან ქავთარაძესთან და საკრებულოს წევრობის მაჟორიტარობის კანდიდატებთან მზია ლემონჯარიასთან, აკაკი მალანიასთან და გივი ლატარიასთან ერთად შეხვდა.
„ხობის, პირველი მაისის, თორსისა და ხეთის ამომრჩევლებს შევხვდით. განვიხილეთ პრობლემები. მოსახლეობის უმეტესობა აღნიშნავს, რომ მართალია დაიგო გზები, აშენდა ნაპირდამცავი გაბიონები, რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები, ამბულატორიები, სკოლებში მოეწყო სველი წერტილები, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, თუმცა ყველაზე მთავარი პრობლემა არის წყალმომარაგება. ზაფხულში წყლის დებეტის კლების გამო წარმოიქმნება წყლის პრობლემა. მე და ჩემი გუნდი ვეცდებით ერთობლივი ძალებით ამ და სხვა საკითხების უკეთესობისკენ შეცვლას”, – აცხადებს დავით ბუკია.