უბისა შორაპნის მონაკვეთზე 6 სექტემბერს დილის საათებში მოძრაობა მცირე დროით შეიზღუდება
უბისა შორაპნის მონაკვეთზე 6 სექტემბერს დილის საათებში მოძრაობა მცირე დროით შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 176-ე კილომეტრზე, მაგისტრალის უბისა-შორაპანის მშენებლობის პროცესში, საავტომობილო დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 6 სექტემბერს 05:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე,
აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით.