თბილისი-ვენის რეისი ავარიულად დაეშვა – რა მოხდა თბილისის აეროპორტში
„აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს თბილისიდან ვენის მიმართულებით ასრულებდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა.
თვითმფრინავს აფრენის შემდეგ მალევე პრობლემები შეექმნა და რამდენიმე საათით თბილისის გარშემო დაფრინავდა. როგორც ცნობილია, აფრენის შემდეგ, თვითმფრინავის შასი არ დაიხურა და პილოტმა საწვავის დაცლა გადაწყვიტა, რათა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დამჯდარიყო.
ცნობილია, რომ ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. თბილისის აეროპორტში მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ წუთებში, მგზავრები აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ტექნიკური ჯგუფი თვითმფრინავს ამოწმებს.
ოფიციალური კომენტარი მომხდარის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.