ჯავარა უგრეხელიძე: ჯამურად თბილისის და რუსთავის მოძრავ ავტობუსებში 1000-მდე ადამიანი იცრება დღიურად
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ჯავარა უგრეხელიძის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, თბილისისა და რუსთავის ავტობუსებში დღიურად 1000-მდე ადამიანი იცრება.
“აღინიშნება ძალიან კარგი აქტივობა, ბოლო დღეებში პრაქტიკულად გასამმაგდა, ჯამურად თბილისის და რუსთავის მოძრავ ავტობუსებში 1000-მდე ადამიანი იცრება დღიურად.
რაც შეეხება ვაქცინაციის ცენტრებში, 5 000-ზე მეტი ვაქცინირებული მოქალაქე იღებს ამ მომსახურებას.
აცრა ერთადერთი გამოსავალია პანდემიიდან და ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ეს სერვისი მათთან უფრო ახლოს არის მისული და ვფიქრობ, რომ არ გაუშვებენ ამ შანსს ხელიდან”, – აცხადებს უგრეხელიძე.