ალექსანდრე დარახველიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მაღალი დონის დელეგაციასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მაღალი დონის დელეგაციასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შსს-ს ცნობით, NDI-ს სახელით შეხვედრას ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში – პერ ეკლუნდი უძღვებოდა.
“შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ორგანიზაციის – „ეროვნული მხარდაჭერა დემოკრატიისათვის“ (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი – კენ უოლაკი; აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი სპეციალისტი – ჰანა თობურნი; აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენელი – ბენ კუპერი; NDI-ის ევრაზიის რეგიონული თანადირექტორი – მელისა მუსიო; NDI-ის არჩევნების პროგრამების დირექტორი – პეტ მერლო და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი – ალან გილამი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები