გია აბაშიძე: შემსრულებელი უვიცი “ჟურნალისტების” ეს ხრიკები იმდენად გაცვდა, თუ ასე გააგრძელეს, მათ მალე დაითხოვს კიეველი პოლიტიკური მაწანწალა

“შემსრულებელი უვიცი “ჟურნალისტების” ეს ხრიკები იმდენად გაცვდა, თუ ასე გააგრძელეს, მათ მალე დაითხოვს კიეველი პოლიტიკური მაწანწალა”,- ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სერიოზულად რომ უჭირს სააკაშვილის სექტას, არაერთი ფაქტით დასტურდება. მაინც ჯიუტად მიმართავენ ნაცად ხერხს – ტყუილი, მანიპულაცია. ოღონდ შემსრულებელი უვიცი “ჟურნალისტების” ეს ხრიკები იმდენად გაცვდა და უნიჭოა, რომ თუ ასე გააგრძელეს, მათ მალე დაითხოვს კიეველი პოლიტიკური მაწანწალა. სექტაში უვიცზე უვიცს რა დალევს?

დღესაც, “გოიმკანალის” თუ “ცენტრალნი კანალის” უკიდეგანო ქაჯმა ნოდარ მელაძემ მერაბიშვილის ძველი მოსმენებით ბიძინა ივანიშვილზე შეთითხნა ისეთი გაუგებრობა, რომ თავად სააკაშვილის ადეპტებმაც ვერ გაიგეს.

აშკარა იყო, რომ “ტელეჟურნალისტის” ტექსტი საერთოდ არ ემთხვეოდა ჩანაწერების შინაარსს ივანიშვილის “მჭიდრო კავშირებზე კრემლთან”.

დასავლეთში, საკმაოდ პოპულარულია ამერიკელი კომედიანტი მსახიობის, რენდი რეინბოუს ვირტუოზულად დამონტაჟებული იუმორისტულ-სარკასტული “ინტერვიუები” ცნობილ პოლიტიკოსებთან. იქნებ ამ ჟანრში მოესინჯა მელაძეს თავისი გოიმური პოტენციალი? მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?”,- წერს აბაშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები