სტოლტენბერგი: ჩვენ ავღანეთში დაშვებულ შეცდომებს განვიხილავთ

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთში დაშვებული შეცდომებიდან გაკვეთილს მიიღებს. საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა ყველა საჭირო ქმედება უნდა მიიღონ რათა გავუმკლავდეთ ტერორისტულ დაჯგუფებას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„სავსებით ვეთანხმები იმას, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის რუსეთმა და ჩინეთმაც, უნდა გაიღონ ძალები, იმისთვის, რომ ავღანეთი არ გახდეს ადგილი სადაც ტერორისტული დაჯგუფებები ღიად იმოქმედებენ და ორგანიზებას გაუწევენ ჩვენს ქვეყნებზე თავდასხმას“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ NATO ღიად და საღად განიხილავს ქვეყანაში 20-წლიანი მისიის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები