წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ავთანდილ ცინცაძე დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა
მმართველი პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი – ავთანდილ ცინცაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატი შეეხო სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია საბურთალოს რაიონში, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსახლეობა არაერთ მწვავე პრობლემას შეეხო.
კანდიდატი დაჰპირდა მათ, რომ აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას თითოეულ საკითხს და დაეხმარება მოქალაქეებს პრობლებების გადაჭრაში, ასევე, ავთანდილ ცინცაძემ აღნიშნა, რომ საბურთალოზე იქნება ბევრი სიმწვანე, ბევრი ჯანსაღი სივრცე, რომ მოსახლეობამ თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს.