გიორგი წიკლაური ქალაქ თეთრიწყაროში მცოვრებ მოსახლეობას შეხვდა
დღეს ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – გიორგი წიკლაური, პარლამენტის წევრ გოდერძი ჩანქსელიანსა და თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ დალაქიშვილთან ერთად, ქალაქ თეთრიწყაროში მცოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
წარდგენის შემდგომ, საუბარი შედგა ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ და აქტუალურ საკითხებზე.
“დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით გადავჭრით ყველა პრობლემურ საკითხს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის.
ჩემი მთავარი მიზანია, “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად თითოეული პროექტი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით იქნას განხორციელებული, განსაკუთრებით კი მხარს დავუჭერ ახალგაზრდების ჩართულობას თვითმართველობის განვითარების საკითხებში, სწორედ მათი ხედვა, ნოვატორული იდეები, შემართება და ენთუზიაზმი სჭირდება ჩვენს მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას”, – განაცხადა წიკლაურმა.