ლევან ანდრიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თელავის მუნიციპალიტეტის  მერობის კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი,  საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

ლევან ანდრიაშვილმა ლალისყურის, ლეჩურის და ფშავლის მცხოვრებლებთან,  განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა, ასევე მოსახლეობისგან ის პრობლემები მოისმინა, რაც მათთვის დღემდე გამოწვევად რჩება.

” შეხვედრები გავმართე სოფლების: ლალისყურის, ლეჩურისა და ფშავლის მოსახლეობასთან, გავაცანი თელავის მუნიციპალიტეტის განვითარების ჩემი ხედვა და განსახორციელებელი მიზნები.

აღნიშნულ დასახლებებში, ბოლო წლების მანძილზე, არაერთი პროექტი განხორციელდა. თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.
სოფელ ლალისყურის მცხოვრებლებმა ახალი საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა, სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ითხოვეს.
სოფელ ლეჩურის მოსახლეობამ სამედიცინო პუნქტის ფუნქციონირება, გაზიფიცირება და გარე განათების მოწესრიგება დაასახელეს მთავარ პრიორიტეტებად.
რაც შეეხება, სოფელ ფშავლის მცხოვრებლებს, მათთვის მოსაგვარებელ საკითხებს, სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგება, საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების გაუმჯობესება წარმოადგენს.
მჯერა, რომ ცენტრალურ მთავრობასთან თანამშრომლობით, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდებით და ერთად შევქმნით თელავის მუნიციპალიტეტის უკეთეს ხვალინდელ დღეს”,- აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები