კახა კალაძე: მოიჯარეების მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავუდგეთ გვერდით

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა სადგურის მოედანზე მომუშავე მოვაჭერეების მიერ გამართულ აქციას, რომელზეც ისინი გადასახადების შემცირებას ითხოვნდნენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, საზოგოადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების შედეგად, ძალიან გაძვირდა ტაქსის მომსახურება, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია, პანდემიის ფონზე, მოჯარეებს მნიშვნელოვან შეღავათს უწევდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით. ყველა იმ სუბიექტისთვის, რომელსაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან აქვს იჯარა, მთელი რიგი დასახმარებელი პროექტები განვახორციელეთ. იყო მთლიანად განულებული საიჯარო გადასახადები, შემდეგ განახევრებული და ასევე იყო განმარტებები გაკეთებული, რომ ამით მხოლოდ მოიჯარეებმა კი არ უნდა ისარგებლონ, ასევე ქვემოიჯარეებმაც. უამრავ სუბიექტს დავეხმარეთ. იყო რესტორნების მხარდაჭერის პროგრამა, კლუბების მხარდაჭერის პროგრამა, ბავშთა გასართობი ცენტრების მხარდაჭერის პროგრამა. რა თქმა უნდა, ამ მიდგომას გავაგრძელებთ მომავალში, რათა ამ რთულ ვითარებაში რაც შეიძლება მეტ ადამიანს თუ ბიზნესსუბიექტს დავუდგეთ გვერდით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები