“მაგთი” მომხმარებლებს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

“მაგთი” მომხმარებელს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, აბონენტებს მისდით გამოტოვებული ზარები უცხოეთიდან და ამის მიზეზი თაღლითობის მცდელობაა.

“დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად, ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია: 002519;

ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშორისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა.

ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა, სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ,” – ნათქვამია “მაგთის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები