გამყრელიძე: სამწუხაროდ, გვაქვს 3 გარდაცვალება ორჯერ აცრილებში

“სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა, სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება ორჯერ აცრილებში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გლობალურად, მთელს მსოფლიოში კოვიდი დღეს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი გახდა.

„სამწუხაროდ, ბოლო სამ კვირაზე მეტია ჩვენთანაც. კოვიდმა გადააჭარბა სიკვდილიანობის პირველ მიზეზს, გულსისხლძარღვთა დაავადებას, მეორე მიზეზს – სიმსივნეს. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ყოველი ათასი ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება, 10-15-20 ადამიანი, გააჩნია სიმძიმესა და თანმხლებ დაავადებებს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები