ცერცვაძე: საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში არა 70-80, არამედ 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა
“დღეს საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში არა 70-80, არამედ 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
მისი თქმით, საჭიროა რეგულაციების შესრულება და ასევე აუცილებელია, თითოეულმა ადამიანმა დაიცვას თავისი თავი, ახლობლები, ოჯახის წევრები, ატაროს პირბადე და დაიცვას სოციალური დისტანცია.
„ის, რომ ვაქცინაცია ამცირებს დრამატულად 20-30-ჯერ მძიმე შემთხვევების რაოდენობას, ამცირებს ჰოსპიტალიზაციას, ამცირებს რეანიმაციაში პაციენტის მოხვედრის რაოდენობას და დაახლოებით 80-90 პროცენტით ამცირებს სიკვდილიანობას, ეს დადასტურებულია და არანაირ განსჯას არ ექვემდებარება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.