დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შემოდგომის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს
დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შემოდგომის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი ბათუმის ახალ არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში კოსოვოს დაუპირისპირდება.
ცნობილია შემადგენლობა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
ლორია – ჩაბრაძე, ხოჭოლავა, კაშია, აზაროვი – კანკავა აბურჯანია – წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი – ქვილითაია.
სათადარიგოები: კუპატაძე, მამარდაშვილი, კაკაბაძე, გიორბელიძე, ლოჩოშვილი, დაუშვილი, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე.
ფლანგებზე ბათუმის „დინამოს“ მცველები, გოგა ჩაბრაძე და ირაკლი აზაროვი ითამაშებენ, ხოლო ოთარ კაკაბაძე და გურამ გიორბელიძე სათადარიგოთა რიგებში არიან.
საქართველოსა და კოსოვოს მხარეს ნაკრებთა დაპირისპირება 20:00 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.