თბილისში კორონავირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში კორონავირუსის „დელტა“ შტამით 35 წლის ქალი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრესსმსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, პაციენტი კლინიკაში გუშინ სხვა კლინიკიდან შეიყვანეს.
,,სავარაუდო დიაგნოზი იყო მიოკარდიუმის ინფარქტი. საავადმყოფოში შემოყვანიდან მალევე განვითარდა გულის გაჩერება. ჩატარებული სამედიცინო ჩარევების მიუხედავად, ვერ მოხერხდა პაციენტის გადარჩენა”, – განუცხადეს “კვირას” კლინიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები