როგორ დავიცვათ თავი სარეკლამო კიბერთაღლითობისგან
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მოხმარებლი დამოკიდებული გახადა საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, რამაც თავის მხრივ გამოიწვია კიბერ რისკების გაზრდა. კიბერკრიმინალები სხვადასხვა თაღლითობისა და მანიპულაციის გზით ცდილობენ, მოიპოვონ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია და დაეუფლონ ჩვენს ფინანსურ რესურსებს.
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, დაუშვებელია უცხო პირებზე ჩვენი საკრედიტო თუ სადებეტო ინფორმაციის გაცემა. კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ხერხია სარეკლამო თაღლითობა. ინტერნეტ ბრაუზინგის დროს ხშირად ჩნდება სარეკლამო ტიპის შეტყობინებები, რომლებიც სხვადასხვა პროდუქციის ან მომსახურების შესახებ გვამცნობენ. ასეთი ტიპის შეტყობინებები შეიძლება, მიიღოთ ელ. ფოსტითაც და სოციალურ ქსელებშიც.
თავი შორს დაიჭირეთ ისეთი შემოთავაზებებისგან, რომლებიც სწრაფად და ადვილად დიდი ოდენობით თანხის გამომუშავებას გთავაზობთ, ხოლო სანაცვლოდ ითხოვს ჩვენი პერსონალური ინფორმაციის გაცემას, ანკეტის ანკითხვარის შევსებას გზით.
გაეცანით ვებ გვერდზე არსებულ „წესებისა და პირობების“ გრაფას;
- თუ ვებ გვერდი უფასო საცდელი ვადით დარეგისტრირებას გთავაზობთ, მაშინ არ უნდა მოგეთხოვებოდეთ ფინანსური ინფორმაციის შეყვანა. თუ ვებ-გვერდი მსგავს მოთხოვნას გიწესებთ, მაშინ გაქვთ ეჭვის საფუძველი იფიქროთ, რომ საქმე თაღლითურ სქემასთან გაქვთ;
- ითანამშრომლეთ მხოლოდ მაღალი რეპუტაციის მქონე, ბაზარზე გამოცდილ კომპანიებთან და არ განახორციელოთ ონლაინ ტრანზაქცია სანამ კომპანიის სანდოობაში არ დარწმუნდებით;
ფინანსური თაღლითობის ტიპებია
- ფულადი მოგებები და ჯეკპოტი;
- საცდელი ვადით რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი საკრედიტო ინფორმაცია;
- ყალბი ან არარსებული პროდუქციისა თუ მომსახურების შეთავაზება.
მომზადებულია თავდაცვის სამინისტროს სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ, Europol-ის მასალებზე დაყრდნობით.