ნიკა მელიამ და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებმა 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

ცნობისთვის, მანამდე, დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.

ასევე, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, დოკუმენტს მთავარი ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა არ ჰქონდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები