დეგნანი – ლავროვის განცხადებაზე: სანამ ქართველები არ დაინახავენ კონკრეტულ ნაბიჯს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კრემლიდან წამოსული განცხადებები დიდ წონას არ ატარებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას აფასებს.

“ამ განცხადებებს უნდა მოჰყვეს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც რუსეთმა აღიარა 2008 წელს. მე არ მინახავს რაიმე ნაბიჯი ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ არსებობს ფრენების აკრძალვა და შეზღუდვები ბაზარზე. სანამ ქართველები არ დაინახავენ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კრემლიდან წამოსული განცხადებები დიდ წონას არ ატარებს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის, საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები