პრემიერ-მინისტრი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა.
მთავრობის მეთაურმა ტაძარი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ, მეუფე ანტონთან ერთად მოილოცა, რომელმაც პრემიერს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.