პრემიერი სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში, სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ უმასპინძლა. მიტროპოლიტმა პრემიერმინისტრი დალოცა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ტაძარში პრემიერმინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა, იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი და იმერეთის გუბერნატორი – ზვიად შალამბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები