თამარ გაბუნია: ვიდრე ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი არ განახევრდება, ტრანსპორტის აღდგენაზე საუბარი ძნელი იქნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვიდრე კორონავირუსით ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი არ განახევრდება, ტრანსპორტის აღდგენაზე საუბარი ძნელი იქნება
„სულ მცირე სტაბილიზაცია უნდა შევინარჩუნოთ და თუ ჩამოვცდებით 2000-ს მაინც, რაც ჩვენთვის პიკი იყო გასული ტალღის პერიოდში, აპრილ-მაისში უკვე შესაძლებელია, რომ მეტად თამამად ვიფიქროთ ტრანსპორტის აღდგენაზე და კიდევ სხვა სოციალური ღონისძიებების აღდგენაზეც. აქაც გარკვეული დათქმებით, რადგან ისევ რეგულაციის დაცვა, ვაქცინაციის სტატუსის მეტად აქტიური მონიტორინგი და „პისიარ“ ტესტირება იქნება ის პირობები, რაც საშუალება მოგვცემს, მეტად გავაქტიურდეთ. ჩვენ ვერასდროს ვამბობთ, 2000 თუ იქნება, შეგვიძლია, რაღაც გავაკეთოთ. გვესმის ისიც, რომ ეპიდემიის მიზნების გარდა არსებობს სოციალური და სხვა ბიზნეს აქტივობების მიზნები, ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია ყველა ამ მიმართულებით. დღეს მაქსიმალურ დატვირთვაზეა ჰოსპიტალური სექტორი. ვიდრე თუნდაც დღევანდელი შემთხვევების განახევრება არ გვექნება, ძალიან რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ დავაბრუნოთ თუნდაც ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა“, – განაცხადა გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ საუბრისას.