ლევან რატიანი: სავარაუდოდ, პიკის დაღმასვლა ხდება, მაგრამ ლეტალობის ინდექსი მაინც შენარჩუნდება გარკვეული პერიოდი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის პიკის დაღმასვლა, სავარაუდოდ, უკვე დაწყებულია.

მისივე თქმით, ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი გარკვეული პერიოდი ისევ შენარჩუნდება.

“სავარაუდოდ, პიკის დაღმასვლა ხდება, მაგრამ ლეტალობის ინდექსი მაინც შენარჩუნდება გარკვეული პერიოდი იმიტომ, რომ ბოლო სამი კვირა მაღალი გვქონდა ინფიცირების ხარისხი და ინფიცირების ხარისხი და ლეტალობის გამოსავალი პირდაპირ პროპორციულია ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ, ეს შენარჩუნდება გარკვეული პერიოდი, მაგრამ ლეტალობაც ძალიან მალე დაიწყებს ჩამოსვლას. ჩვენი კლინიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე გვქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ კლინიკასაც გააჩნია რესურსი. ორი წელიწადია, არავის არ გვინახავს მზის შუქი, ამიტომ, ყველა თავს უნდა გაუფრთხილდეს. თავის გაფრთხილებაში იგულისხმება პირადი ჰიგიენა და სოციალური დისტანცია, ვაქცინაცია და კომპლექსურად ეს ორივე – ვაქცინაციას პლუს პირადი ჰიგიენა”, – აცხადებს ლევან რატიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები