ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-მდე ჩამოვიდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-დან 47%-მდე ჩამოვიდა.
გამყრელიძე მოქალაქეებს პირბადის ტარებისა და აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
„სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-ზე დაბლა, 47%-ზე ჩამოვიდა. არადა, ეს მთავარია. ერთი კვირის წინ გვქონდა 50%-იანი მაჩვენებელი და ეს როგორღაც უნდა ავწიოთ 70, 75, 85%-მდე. ხომ არაფერია, ყველამ ვთქვათ, რომ მოდი, სამი თვე ყველგან ვატაროთ პირბადე. თუ ამ მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, დარწმუნებული იყავით, ეპიდემია უფრო მალე შეკავდება. ვიცი, დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მედიაში ბევრი კრიტიკა იქნება, რომ კიდევ ორი კვირით შეჩერდება ტრანსპორტი, მაგრამ ახლა რომ ეპიდსიტუაციის ოდნავ გაუმჯობესება გვაქვს, აქ ლომის წილი სწორედ მობილობის დაცემაა“, – აცხადებს გამყრელიძე.