ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, ამ დროისთვის, 94 პაციენტი მკურნალობს
ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, ამ დროისთვის, 94 პაციენტი მკურნალობს.
ჰოსპიტლის კურატორის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია.
„გუშინ მორიგეობის განმავლობაში 2 პაციენტის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა მოხდა. ბინაზე გაეწერა 4 პაციენტი. დღეისთვის მზადდება პაციენტები გასაწერად. პაციენტები, რომლებიც ბინაზე ეწერებიან, რა თქმა უნდა, მოხსნილნი არიან ჟანგბადდამოკიდებულებისგან, არიან პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც გაუმჯობესდა. პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებული რჩება”, – განაცხადა ჩიქოვანმა.