კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 888, აჭარაში – 423, იმერეთში – 608

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა – 423, იმერეთი – 608, ქვემო ქართლი – 244, შიდა ქართლი – 364, გურია – 146, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 405, კახეთი – 438, მცხეთა-მთიანეთი – 159, სამცხე-ჯავახეთი – 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც: 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 181, აჭარაში – 993, იმერეთში – 1 125. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 650 პირი, მათ შორის, თბილისში – 705, აჭარაში – 157, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 40, იმერეთში – 23. 2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 277 – თბილისში, 1 033 – აჭარაში. 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები