აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო ,,ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღებას აგრძელებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა სამინისტრო ,,ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღებას 13 სექტემბრის ( 18:00 საათამდე) ჩათვლით აგრძელებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, რომელთა დაფუძნებიდან გასულია მინიმუმ ერთი წელი. კონკურსი ორ ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპზე მოხდება ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალური შემოწმება, ხოლო მეორე ეტაპზე – ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივი შეფასება.
მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 (ორმოცდა ხუთი ათას) ლარს. საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან, Covid19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, ონლაინ Zoom პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება.
საგრანტო კონკურსის პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა, დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების რეგიონალური/მუნიციპალური ქსელების შექმნა, ასევე, არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მონაცემთა ბაზისა და არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების შექმნა.
საგრანტო კონკურსზე მონაწილეობის მსურველებს კონკურსის პირობების გაცნობა, საგრანტო განაცხადის ფორმისა და პროექტის ბიუჯეტის შევსება აღნიშნული ბმულების საშუალებით შეეძლებათ.