ვლადიმერ ბოჟაძე: შვილმკვდარი მამის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა

„მხოლოდ შვილმკვდარი მამის საკითხის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა, ,,ქართულ ოცნებას” ,,ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით ებრძვის, ყოჩაღ, გიორგი, ამას თვით ხერხემალი მერაბიშვილიც კი ვერ მოიფიქრებდა“, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ალეკო ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს კონვერტს გადასცემს.

ბოჟაძის თქმით, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და უსწრაფესად გაეცეს პასუხი კითხვებს – რა იდო კონვერტში, არის თუ ეს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, რატომ გადაწყვიტა შვილმკვდარმა მამამ, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერმინისტრის ოჯახს.

„მხოლოდ შვილმკვდარი მამის საკითხის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა, ,,ქართულ ოცნებას” ,,ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით ებრძვის, ყოჩაღ, გიორგი, ამას თვით ხერხემალი მერაბიშვილიც კი ვერ მოიფიქრებდა. იქნებ, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ და უსწრაფესად გაეცეს პასუხი კითხვებს: რა იდო კონვერტში, არის თუ ეს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, რატომ გადაწყვიტა შვილმკვდარმა მამამ, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერმინისტრის ოჯახს, ოჯახს რომელსაც მტერიც კი არ ეხება! ძალიან სამწუხაროა პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით მოქმედება, ძალიან სამწუხარო. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თორემ არჩევნების შედეგები უკვე ადვილი გამოსაცნობია”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები