ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი: ძალიან გთხოვთ აიცერით

“ძალიან გთხოვთ, აიცერით და ამ გზით შეამცირეთ ალბათობა თქვენი ავადობისა და უფრო ცუდი გამოსავლის”,- ამის შესახებ ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინა სერიოზულ გართულებებს არ იწვევს.

„თუ რომელიმე ორსული მძიმდება, მძიმდება იმდენად მძაფრად, აგრესიული მიმდინარეობით და იმდენ რამეს იწვევს, რომ სამწუხაროდ არასაიმედო გამოსავალი ორსულებში ძალიან მძიმეა. ვაქცინა არ იწვევეს სერიოზულ გართულებებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, აიცერით და ამ გზით შეამცირეთ ალბათობა თქვენი ავადობისა და უფრო ცუდი გამოსავლის“, – განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები