ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 92 პაციენტი მკურნალობს
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 92 პაციენტი მკურნალობს.
ჰოსპიტლის კურატორის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, ჰოსპიტალში მყოფი პაციენტები, მეტწილად, ჟანგბადდამოკიდებულები არიან.
„3 პაციენტის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა მოხდა. 1 პაციენტი ამ წუთშიც მზადდება გადასაყვანად. პაციენტების გადაყვანის მიზეზი მათი ზოგადი მდგომარეობის დამძიმება გახდა. ბინაზე გაეწერა 4 პაციენტი. მეტწილად, პაციენტები არიან ჟანგბადდამოკიდებულები, თუმცა, პაციენტების გარკვეულ ნაწილში სტაბილიზაციაა და სამომავლოდ მათი ბინაზე გაწერაც იგეგმება. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას”, – განაცხადა ჩიქოვანმა.