„ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი, გოგა გულორდავა მოსახლეობას ხვდება
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი, გოგა გულორდავა მოსახლეობას ხვდება.
მაჟორიტარობის კანდიდატ ბაკურ სონგულიასთან ერთად, გოგა გულორდავა ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
,,საინტერესო შეხვედრა შედგა დღეს ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში. მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატთან, ბაკურ სობგულიასთან ერთად შევხვდი. ვიმსჯელეთ სოფლის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობაზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მოსახლეობა კარგად ხედავს, რა გაკეთდა, ერთად ვმსჯელობთ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სოფელში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი გავნახორციელეთ : ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზას რეაბილიტაცია ჩავუტარეთ მდინარეებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩავატარეთ და მოვაწყვეთ გაბიონები, განვაახლეთ ხიდ-ბოგირები,გაზიფიცირების სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს.
იმ გამოწვევებზე, რაც მოსახლეობას აქვს მოხდება, პრიორიტეტის მინიჭება, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები და გამოწვევები იყოს დაკმაყოფილებული“, – განაცხადა გოგა გულორდავამ.