ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები სულხან-საბას ქუჩასა და ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები მოისმინა და მათ უბნის განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო.

“ჩვენ, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პარალელურად, აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი რაიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და ქუჩების კეთილმოწყობის პროგრამების მხარდაჭერა”, – განაცხადა აბაშიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სისტემატურად გაგრძელდება, რადგან სწორედ მათთან საუბარში იკვეთება რაიონში არსებული ყველაზე რეალურგამოწვევები, რომელთა დაძლევის გზებზე მუშაობა ისევ და ისევ მოსახლეობის ჩართულობით უნდა განხორციელდეს

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს პარლამენტის წევრი, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატი – ბექა ოდიშარია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი – დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე – გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები