ქავთარაძის ქუჩაზე, კოვიდ-დეპარტამენტში პაციენტი გარდაიცვალა
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე განთავსებულ კოვიდ-დეპარტამენტში პაციენტი გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
როგორც დეპარტამენტის კოორდინატორი, მერაბ ჩიქოვანი განმარტავს, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.