ჰოსპიტლები, რომელთა თანამშრომლების 80% აცრილი იქნება, მწვანე ფერით მოინიშნება

დღეიდან ის ჰოსპიტლები, რომელთა თანამშრომლების 80% აცრილი იქნება, მწვანე ფერით მოინიშნება და მომხმარებლები მათ გარჩევას შეძლებენ.

ინიციატივა „ევექსის ჰოსპიტლების“ გაერთიანებას ეკუთვნის. დღეს მწვანე ფრად განათდა ფოთისა და იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სამედიცინო ცენტრებში პერსონალის 80% სრულად ვაქცინირებულია.

კამპანია, რომელიც ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით ამოქმედდა, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.

„ევექსი“ ამ ინიციატივით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებს მოუწოდებენ, ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები