ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, ამ დროისთვის, 79 პაციენტი მკურნალობს
ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, ამ დროისთვის, 79 პაციენტი მკურნალობს.
როგორც ჰოსპიტლის კოორდინატორი, მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, პაციენტების ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულებისგან მოიხსნა და დამოუკიდებლად სუნთქავენ.
“სტაციონარში მკურნალობას 79 პაციენტი აგრძელებს. გუშინ მორიგეობის განმავლობაში 3 პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოხდა. პაციენტების გადაყვანის მიზეზი ზოგადი მდგომარეობის გაუარესება იყო. დღეს ვემზადებით 2 პაციენტის გასაწერად, რომელთა მდგომარეობაც გაუმჯობესდა, ლაბორატორიული კვლევების შემდეგ გადავწყვეტთ მათი გაწერის საკითხს. პაციენტების ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულებისგან მოიხსნა და დამოუკიდებლად სუნთქავენ, შესაბამისად, თუ ყველაფერი სტაბილურად გაგრძელდება გაეწერებიან სტაციონარიდან”, – განაცხადა ჩიქოვანმა.