დავით ზალკალიანი 2021 წლის 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა
საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 2021 წლის 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
Utterly condemn t/cowardly terrorist attack at #KabulAirport. My sincere condolences to t/families of t/victims, including t/members of t/🇺🇸 military. 🇬🇪 stands together with t/int'l community in fight against #terrorism in order to end violence & chaos in Afghanistan & beyond.
— David Zalkaliani (@DZalkaliani) August 27, 2021
“სასტიკად ვგმობ ქაბულის აეროპორტში განხორციელებულ ლაჩრულ ტერორისტულ შეტევას.
გულითადად ვუსამძიმრებ მსხვერპლთა, მათ შორის, აშშ-ის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს.
საქართველო დგას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დასრულდეს ძალადობა და ქაოსი ავღანეთსა და მის ფარგლებს გარეთ,” – წერს ზალკალიანი.