პოლიციამ არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.ჩ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა თავის დის არასრულწლოვან შვილს, 2003 წელს დაბადებულ ნ.ფ.-ს.

პოლიციამ ვ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები