ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში მკურნალობას 64 პაციენტი აგრძელებს

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 64 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა, მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.

„სტაციონარში მკურნალობას ამ ეტაპზე 64 პაციენტი აგრძელებს. მოხდა 1 პაციენტის გადაყვანა პოლიტპროფილურ კლინიკაში. პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სატურაციის მაჩვენებლის შემცირება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება გახდა. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია ჟანგბადის წერტილით. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში რამდენიმე პაციენტს ბინაზე გავწერთ“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები