კორონავირუსით ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური გარდაიცვალა

კორონავირუსით თბილისის ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი აკაკი მეგრელიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.

“52 წლის ასაკში კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა დეკანოზი აკაკი (მეგრელიშვილი).

თბილისის ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური, კოვიდთან ერთთვიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა.

უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები